Wednesday, April 13, 2011

ნენემ დიმინიშნა ქალი

ცაში ვაზი აყვავილდა,
ეზო-კარში ქვიშნა ბალი,
მეც ღერივით შევღერღეტდი,
ნენემ დიმინიშნა ქალი.
ხე-კატრებში მოფთქიალე,
სიყვარულს თუ ნიშნავს ქარი,
ჭვავტოტაი და ალვისტანაი,
ნენემ დიმინიშნა ქალი.
ნამბულიდან შემომბღავის
შუბლიკვერაი ნისახარი,
- თუ ბიჭი ხარ წამოდი და
ჩემთან ერთად ქვიშაც ხანი!
- ვერა ჩემო შუბლიკვერავ,
სხვა პერანგში მიჩანს მხარი,
ქორწილამდე სული მშპება,
ნენემ დიმინიშნა ქალი,
გულბალანი მერუჯება,
ვერ ჩააქრობს დღვანის წყალიც,
ქორწილამდე თუ გავთავდი,
ნენი!... რაღათ მინდა ქალი.
ნენემ ერთი შეფაშფაშდა,
მზიებით გეივსო თვალი,
დიდი ოდაში გამომკლიტა,
სექვით მომიბექსა კარი,
დამლოცა და მომაძახა:
- მაგერ შენ და ალვისტანიც,
ფეხი არ გამოდგა გარეთ,
ყელი არ გამომჭრა დანით,
შენი არც ნახნავი მინდა!
შენი არც ნათოხნი მინდა!
შენი არც ნაჩეხი მინდა!
ნენემ დიმინიშნა ქალი!

ნენემ დიმინიშნა ქალი (კითხულობს ელიზბარ ვარშანიძე)

Tuesday, April 12, 2011

სიბერის ლექსი

შენ რომ ქუდი შემიბრუნე,
შენ რომ გული მომტაცევი...
აწი რაღაი, ქედნიმხარში
ვეღარ შეგელომკაცები.
ნეტაი იმ დროს ,ტანხერტალავ ,
ლენკარით თუ ბოკელათით,
სათიბში რომ შეგისწრებდი,
ზვინებში რომ მოგბელავდი.
ნეტაი იმ დროს! შენს წამწამებს
რომ სცვიოდა ია მთების,
აწი გულის კუკულებზე
ვეღარ დაგინიავდები.
დეიზრდება, დეიყივლებს,
ი, ჭიორაი ჭუჭულები,
მე კი ყირმიზ ყურისძირში
ვეღარ ჩეგეფურჩულები.
კედლისკენ მაქვს პირი ახლა,
კედლებს ჩხვერენ ქორბუდები,
ღმერთმა იცის, სასიკეთოდ,
შენსკენ თუ გადმოვბრუნდები,
ვაიმე!_ რაფერ გიბერდები,
და... რაფერ გინათესავდები.

Thursday, April 7, 2011

პოეტი, რომელსაც ყველა უნდა იცნობდეს

ზურაბ გორგილაძის ბიოგრაფია

ზურაბ გორგილაძე დაიბადა 1937 წლის 5 მაისს, ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში -გლეხის ოჯახში.
დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ გორგაძეებში 1944-1948 წლებში.


1956
წელს დაამთავრა სოფელ ხალას საშუალო სკოლა და იმავე წელს გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა 1961წელს.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა პარკში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მასწავლებლად.


1963
წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართევლოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებულ ჟურნალ ,,ჭოროხის’’ სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად. ასევე 1992-94 წლებში მუშაობდა ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეების საშუალო სკოლიში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.


1961
წელს გამოვიდა პირველი წიგნი ,,ნედლი სალამური”.
პოეტის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი სამი წიგნი.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გარდაიცვალა 2006 წლის 8 აპრილს

"იქნებ"ლექსი აჭარა

ზურაბ გორგილაძე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ბათუმელებისათვის საყვარელი პოეტია.

ჰოიდა ნანა (კითხულობს ავტორი)

Tuesday, April 5, 2011

ჰოიდა ნანა (ჩაუმქრალი სანთლები)

ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა,
ხულო შუახევ ქედიდანა,
დედო დვრინით დამემღერა,
დიდიგოროზი მთები თანა,
მთები! - ვისთვის თვალსეირი,
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ,
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,
ვრცლად